რეფლექსია.მეცხრე დღე.
დღეს დამთავრდა ჩვენი ტრენინგი. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ.ბევრი ისეთი რამ ვისწავლე,რაცა აქამდე არ ვიცოდი, ნაყოფიერად ვიმუშავეთ ტრენინგის განმავლობაში და ვფიქრობ შედეგიც არის. არ შეიძლება არ აღვნიშნო ჩვენი ტრენერის ბატონი დავით ჯანიაშვილის შესახებ.ალბათ ძალიან გაგვიმართლა ასეთ კომპეტენტურ და გულისხმიერ ტრენერთან რომ მოგვიწია მუშაობა. ბატონი დავითი არის თავისი საქმის არაჩვეულებრივად მცოდნე პიროვნება.მას შეუძლია სწავლის დამღლელი პროცესი სასიამოვნო საქმიანობად აქციოს.დიდი მადლობა ბატონ დავითს და ვისურვებდი კვლავ მომეცეს მასთან საქმიანი ურთიერთობის შესაძლებლობა.
Sunday, November 27, 2016
Saturday, November 26, 2016
Sunday, November 20, 2016
Sunday, November 13, 2016
Sunday, November 6, 2016
მეხუთე დღე--დღეს გვიან მოგვიწია რეფლექსიის დაწერა,ინტერნეტი შეფერხებით მოგვეწოდებოდა და ამის გამო პრობლემები შეგვექმნა,თუმცა ამას ჩვენს მუშაობაზე არ უმოქმედია.გავეცანით შეფასების რუბრიკას,სტრატეგიებს,ინსტრუმენტებს.ვიმუშავეთ მოსწავლის პროექტზეც. მთლიანობაში ტრენინგით და ტრენერით კმაყოფილი ვარ.ბატონი დავითის გულისხმიერება იმედია კარგ შედეგს გამოიღებს.
Sunday, October 30, 2016
მესამე და მეოთხე დღე
გუშინ არ დამიწერია მესამე დღის რეფლექსია და დღეს ორივე დღის რეფლექსიას ერთად ვწერ.გუშინ შევარჩიეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტები ჩვენი პროექტისათვის.დღეს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და მოსწავლის პროექტის შესახებ.
Sunday, October 23, 2016
მეორე დღე
ეს დღე იყო უფრო საინტერესო.ვიმუშავეთ ბლოგის გვერდში. გავეცანით სხვადასხვა საინტერესო პროექტებს ,პროექტებზე მუშაობის თავისებურებებს.ყველაფერი არის ძალიან საინტერესო ,ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება, იმედია სახლში ყველაფერს შევასრულებ.
Saturday, October 22, 2016
პირველი დღის რეფლექსია
დღეს არის ჩვენი ტრენინგის პირველი დღე.ტრენინგმა და ტრენერმა ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, უამრავი რამ არ ვიცი,მაგრამ ბატონი დავითის გულისხმიერი ახსნის შემდეგ იმედი მომეცა ყველაფერს კარგად შევისწავლი.
Subscribe to:
Posts (Atom)