Sunday, November 27, 2016

რეფლექსია დღე მეცხრე

რეფლექსია.მეცხრე დღე.
დღეს დამთავრდა ჩვენი ტრენინგი. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ.ბევრი ისეთი რამ ვისწავლე,რაცა აქამდე არ ვიცოდი, ნაყოფიერად ვიმუშავეთ ტრენინგის განმავლობაში და ვფიქრობ შედეგიც არის. არ შეიძლება არ აღვნიშნო ჩვენი ტრენერის ბატონი დავით ჯანიაშვილის შესახებ.ალბათ ძალიან გაგვიმართლა ასეთ კომპეტენტურ და გულისხმიერ ტრენერთან რომ მოგვიწია მუშაობა. ბატონი დავითი არის თავისი საქმის არაჩვეულებრივად მცოდნე პიროვნება.მას შეუძლია სწავლის დამღლელი პროცესი სასიამოვნო საქმიანობად აქციოს.დიდი მადლობა ბატონ დავითს და ვისურვებდი  კვლავ მომეცეს მასთან საქმიანი ურთიერთობის  შესაძლებლობა.

Saturday, November 26, 2016

ტრენინგის  მერვე დღე-დღეს ვიმუშავეთ მთელი პროექტის შესახებ,დავხვეწეთ  და შევასწორეთ ზოგიერთი საკითხი.შემდეგ ეს ყველაფერი გადავიტანეთ ჩვენს პორთფოლიოში. ტრენინგი დასასრულისკენ მიდის და ყველანი კმაყოფილები ვართ. საკ

Sunday, November 20, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე-დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე,მუშაობა იყო ნაყოფიერი, საინტერესო. გვქონდა შეკითხვები საკითხის გარშემო, რაზეც ბატონმა დავითმა ამომწურავი პასუხები გაგვცა.

Sunday, November 13, 2016

დღეს არის ტრენინგის მეექვსე დღე.რეფლექსიის ასეთ დროს დაწერა მიხდება იმის გამო,რომ ინტერნეტი შეზღუდული იყო.დღეს გავაანალიზეთ შეფასების რუბრიკა,ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე,აგრეთვე პროექტის მსვლელობაზე.დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ, არაჩვეულებრივი ტრენერი გვყავს.

Sunday, November 6, 2016

მეხუთე დღე--დღეს გვიან მოგვიწია რეფლექსიის დაწერა,ინტერნეტი შეფერხებით მოგვეწოდებოდა და ამის გამო პრობლემები შეგვექმნა,თუმცა ამას ჩვენს მუშაობაზე არ უმოქმედია.გავეცანით შეფასების რუბრიკას,სტრატეგიებს,ინსტრუმენტებს.ვიმუშავეთ მოსწავლის პროექტზეც. მთლიანობაში ტრენინგით და ტრენერით კმაყოფილი ვარ.ბატონი დავითის გულისხმიერება იმედია კარგ შედეგს გამოიღებს.

Sunday, October 30, 2016

მესამე და მეოთხე დღე

გუშინ არ დამიწერია მესამე დღის რეფლექსია და დღეს ორივე დღის რეფლექსიას ერთად ვწერ.გუშინ შევარჩიეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტები ჩვენი პროექტისათვის.დღეს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და მოსწავლის პროექტის შესახებ.

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე